---
title: "მუხლი 939. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/939"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "939"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 939. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 939 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/939

1. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) ერთობლივი საქმიანობის შეთანხმებული ვადის გასვლა; ბ) მონაწილეთა გადაწყვეტილება; გ) ერთობლივი საქმიანობის ქონებაზე საგაკოტრებო საქმის წარმოების გახსნა; დ) ერთობლივი საქმიანობის მიზნების განხორციელების შეუძლებლობა.

2. თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლებია აგრეთვე: ა) ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილის გარდაცვალება; ბ) ერთ-ერთი მონაწილის ქონებაზე საგაკოტრებო საქმის წარმოების გახსნა; გ) ხელშეკრულების მოშლა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/938.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/940.md
