---
title: "მუხლი 951. ცნება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/951"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "951"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 951. ცნება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 951 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/951

1. თამაშობა  ან  სანაძლეო  მოთხოვნის  უფლებას  არ  წარმოშობს.  ეს  წესი ვრცელდება  სესხსა  და ავანსზე, რომელიც განზრახ მიეცა თამაშისათვის ან სანაძლეოსათვის.

2. თამაშის ან სანაძლეოს საფუძველზე განხორციელებული შესრულების უკან გამოთხოვა არ შეიძლება.

3. კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება არ არის თამაშობა ან სანაძლეო და მასზე არ ვრცელდება ამ მუხლის მოქმედება.  კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება რეგულირდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5674 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/950.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/952.md
