---
title: "მუხლი 989. მესამე პირის ვალდებულება, უკან დააბრუნოს უსაფუძვლოდ მიღებული — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/989"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "989"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 989. მესამე პირის ვალდებულება, უკან დააბრუნოს უსაფუძვლოდ მიღებული — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 989 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/989

1. თუ 976-ე და 988-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმღები, რომელიც მოვალეა დააბრუნოს მიღებული, უსასყიდლოდ გადასცემს მას მესამე პირს, მაშინ მესამე პირი ასევე მოვალეა დააბრუნოს მიღებული ისე, თითქოს მას კრედიტორისაგან კანონიერი საფუძვლის გარეშე მიეღოს რაიმე, თუკი მიმღებისაგან დაკმაყოფილება შეუძლებელია.

2. ზიანის ანაზღაურების მიმართ შესაბამისად გამოიყენება 979 – 981-ე მუხლების მოთხოვნები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/988.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/990.md
