---
title: "მუხლი 990. არაუფლებამოსილი პირის მიერ საგნის უსასყიდლოდ განკარგვის შედეგები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/990"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "990"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 990. არაუფლებამოსილი პირის მიერ საგნის უსასყიდლოდ განკარგვის შედეგები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 990 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/990

1. თუ არაუფლებამოსილი პირი რაიმე საგანს უსასყიდლოდ განკარგავს და ეს განკარგვა ნამდვილია უფლებამოსილი პირის მიმართ, მაშინ ის პირი, რომელმაც ამ განკარგვის შედეგად უშუალო სამართლებრივი სარგებელი მიიღო, მოვალეა მიღებული გადასცეს უფლებამოსილ პირს.

2. ბრალის არსებობის შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება ასევე 984-ე და 985-ე მუხლების მოთხოვნები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/989.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/991.md
