---
title: "მუხლი 996. დროებით უგონო მდგომარეობაში ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/996"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "996"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 996. დროებით უგონო მდგომარეობაში ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 996 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/996

პირი პასუხს არ აგებს დროებით უგონო მდგომარეობაში ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობაში ყოფნისას მის მიერ მიყენებული ზიანისთვის. თუ პირმა თავი ასეთ მდგომარეობაში თვითონ ჩაიგდო ალკოჰოლური სასმლის ან სხვა, მსგავსი საშუალების გამოყენებით, იგი პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მდგომარეობაში ბრალის გარეშე აღმოჩნდა. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №837 - ვებგვერდი, 03.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/995.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/997.md
