---
title: "მუხლი 11 — ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31750-avtomototransportis-mplobelta-samokalako-pasukhismgeblobis-savaldebulo/11"
law: "ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ"
article: "11"
identifier: "824"
adopted: "1997-06-27"
consolidated_as_of: "2010-01-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11 — ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

> Text consolidated as of 2010-01-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2010-01-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31750-avtomototransportis-mplobelta-samokalako-pasukhismgeblobis-savaldebulo/11

1. სადაზღვევო თანხის სიდიდე არ შეიძლება იყოს 3750 ლარზე ნაკლები .

2. დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანს, რომელიც გამოწვეულია მფლობელის მიერ ავტომოტოტრანსპორტის ექსპლუატაციის შედეგად, აანაზღაურებს მზღვეველი ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სადაზღვევო თანხიდან შემდეგი პროცენტული ოდენობით: ა) სიკვდილის შემთხვევაში – 100 პროცენტით; ბ) დაზარალებულის ინვალიდობის დადგენისას: I ჯგუფზე – 100 პროცენტით; II ჯგუფზე – 60 პროცენტით; III ჯგუფზე – 30 პროცენტით; გ) სხეულის მძიმე დაზიანებისას – 15 პროცენტით; დ) სხეულის მსუბუქი დაზიანებისას – 5 პროცენტით ; ე) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 10 პროცენტით.

3. დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანს სადაზღვევო ორგანიზაცია ანაზღაურებს ერთჯერადად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს მიღებული ტრავმის სიმძიმის ხარისხის შესაბამისად.

4. თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევიდან 1 წლის განმავლობაში ტრავმის მიღების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა ან დაინვალიდდა, მაშინ ხდება ანაზღაურების გადაანგარიშება ადრე გადახდილი თანხის ჩათვლით. საქართველოს 1999 წლის 25 ივნის ის კანონი № 2193 - სსმ I,  № 29 ( 36 ), 1 0 .0 7 .1999 წ., მუხ.1 54 საქართველოს 2000 წლის 27 სექტემბრ ის კანონი № 513 - სსმ I,  № 35 , 1 1 .

10. 2000 წ., მუხ.1 01 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტო ს კანონი № 3059 - სსმ I,  № 29 , 1 8 .0 9 . 2003 წ., მუხ. 219

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31750-avtomototransportis-mplobelta-samokalako-pasukhismgeblobis-savaldebulo/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31750-avtomototransportis-mplobelta-samokalako-pasukhismgeblobis-savaldebulo/12.md
