---
title: "მუხლი 17 — ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31750-avtomototransportis-mplobelta-samokalako-pasukhismgeblobis-savaldebulo/17"
law: "ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ"
article: "17"
identifier: "824"
adopted: "1997-06-27"
consolidated_as_of: "2010-01-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17 — ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

> Text consolidated as of 2010-01-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2010-01-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31750-avtomototransportis-mplobelta-samokalako-pasukhismgeblobis-savaldebulo/17

1. მზღვეველს, რომელმაც დაზარალებულს აუნაზღაურა ზიანი, უფლება აქვს მფლობელს რეგრესის წესით წაუყენოს მოთხოვნა მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში: ა) ზიანის განზრახ მიყენებისას; ბ) ავტომოტოტრანსპორტის ალკოჰოლური, ტოქსიკური ან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისას; გ) მართვის უფლების გარეშე ავტომოტოტრანსპორტის მართვისას.

2. მოთხოვნა რეგრესის წესით წაეყენება აგრეთვე პირებს, რომლებიც არაკანონიერად ფლობდნენ ავტომოტოტრანსპორტს, აგრეთვე გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს, თუ დადასტურდა ავტომოტოტრანსპორტის გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების წესების დარღვევით ჩატარების ფაქტი. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრი ს კანონი № 4222 - სსმ I,  № 2 , 04 .0 1 . 2007 წ., მუხ. 28

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31750-avtomototransportis-mplobelta-samokalako-pasukhismgeblobis-savaldebulo/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31750-avtomototransportis-mplobelta-samokalako-pasukhismgeblobis-savaldebulo/18.md
