---
title: "მუხლი 2 — ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31750-avtomototransportis-mplobelta-samokalako-pasukhismgeblobis-savaldebulo/2"
law: "ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ"
article: "2"
identifier: "824"
adopted: "1997-06-27"
consolidated_as_of: "2010-01-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2 — ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

> Text consolidated as of 2010-01-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2010-01-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31750-avtomototransportis-mplobelta-samokalako-pasukhismgeblobis-savaldebulo/2

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ავტომოტოტრანსპორტი _ ყველა სახეობის ავტომოტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ექსპლუატაციაც ხდება საქართველოს ტერიტორიაზე, დროებით გამოსაყენებლად შემოტანილის ჩათვლით; ბ) ავტომოტოტრანსპორტის მფლობელი _ ნებისმიერი პირი, რომლის საკუთრებაშია ავტომოტოტრანსპორტი ან მართლზომიერად განაგებს მას; გ) დაზარალებული _ პირი, რომელიც მიიჩნევა დაზარალებულად საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების საფუძველზე, ასევე მისი მემკვიდრე და უფლებამონაცვლე. დ) ჯარიმა-პრემიის (ბონუს-მალუსის) სისტემა – მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის (დაზღვეულისათვის), პირადი სტატისტიკიდან გამომდინარე, სადაზღვევო რისკის ცვლილების შესაბამისად სადაზღვევო შესატანის ოდენობის გაზრდა-შემცირება. ე) სადაზღვევო შემთხვევა – საავტომობილო გზაზე ავტომოტოტრანსპორტის მოძრაობისას წარმოქმნილი შემთხვევა, რომლის დროსაც ზიანი მიადგა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; ვ) დაუდგენელი ავტომოტოტრანსპორტი – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით წინასწარი გამოძიებისათვის გათვალისწინებულ ვადაში დაუდგენელი ავტომოტოტრანსპორტი; ზ) დაუზღვეველი ავტომოტოტრანსპორტი – ავტომოტოტრანსპორტი, რომლის მფლობელსაც არ გააჩნია ამ კანონით გათვალისწინებულ ვადებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულება: ზ.ა) საქართველოში ტრანზიტით შემოსული ავტომოტოტრანსპორტი, რომლის მფლობელმაც საზღვრის გადმოკვეთიდან 12 საათში ვერ უზრუნველყო სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმება; ზ.ბ) ავტომოტოტრანსპორტი, რომლის მფლობელსაც გაუვიდა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულების ვადა, მაგრამ ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან გასულია არა უმეტეს ერთი თვისა; ზ.გ) გასხვისებული ავტომოტოტრანსპორტი, რომლის მფლობელსაც შეუწყდა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულება, მაგრამ ხელშეკრულების შეწყვეტიდან გასულია არა უმეტეს ერთი თვისა; თ) გატაცებული ავტომოტოტრანსპორტი – მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ავტომოტოტრანსპორტი; ი) პრევენციული ღონისძიებები – სპეციალური ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია სადაზღვევო შემთხვევათა შესამცირებლად; დაზღვევის განვითარების ხელშეწყობა და მისი საინფორმაციო უზრუნველყოფა, სპეციალისტთა მომზადება, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ხელშეწყობა და სოციალურ ან მატერიალურ-ტექნიკური ხასიათის სხვა ღონისძიებები; კ) დაუძლეველი ძალა – საომარი მოქმედებები, სტიქიური მოვლენები (წყალდიდობა, მიწისძვრა, მეწყერი, ზვავი, მეხი, ქარიშხალი), ხანძარი და აფეთქება. საქართველოს 1999 წლის 25 ივნის ის კანონი № 2193 - სსმ I,  № 29 ( 36 ), 1 0 .0 7 .1999 წ., მუხ.1 54 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტო ს კანონი № 3059 - სსმ I,  № 29 , 1 8 .0 9 . 2003 წ., მუხ. 219

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31750-avtomototransportis-mplobelta-samokalako-pasukhismgeblobis-savaldebulo/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31750-avtomototransportis-mplobelta-samokalako-pasukhismgeblobis-savaldebulo/3.md
