---
title: "მუხლი 22 — ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31750-avtomototransportis-mplobelta-samokalako-pasukhismgeblobis-savaldebulo/22"
law: "ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ"
article: "22"
identifier: "824"
adopted: "1997-06-27"
consolidated_as_of: "2010-01-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22 — ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

> Text consolidated as of 2010-01-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2010-01-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31750-avtomototransportis-mplobelta-samokalako-pasukhismgeblobis-savaldebulo/22

1. ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიურო (შემდგომში – ბიურო) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ბიუროდან, ამ კანონით დადგენილ ფარგლებში, ხორციელდება იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულია: ა) დაუდგენელი ავტომოტოტრანსპორტით; ბ) დაუზღვეველი ავტომოტოტრანსპორტით; გ) გატაცებული ავტომოტოტრანსპორტით.

3. პასუხისმგებელი პირის დადგენის შემთხვევაში ბიურო უფლებამოსილია გაცემული თანხის რეგრესული მოთხოვნა წაუყენოს უშუალოდ ზიანის მიმყენებელ, პასუხისმგებელ პირს, ასევე გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს, თუ დადასტურდა ავტომოტოტრანსპორტის გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების წესების დარღვევით ჩატარების ფაქტი.

4. ყველა მზღვეველი, ვინც მიიღებს მონაწილეობას მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევაში, ვალდებულია ბიუროში შეიტანოს მთლიანი სადაზღვევო პრემიის 20% თითოეულ დაზღვეულზე. მზღვეველის მიერ ჯარიმა-პრემიის (ბონუს-მალუსის) სისტემის ამოქმედება ბიუროში სადაზღვევო პრემიის შენატანებზე არ ვრცელდება.

5. მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალ­დებულო დაზღვევის ნაწილში ბიუროს მიმართ ვრცელ­დება საჯარო სამართლის იურიდიული პი­რის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დაწესებული სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდე­ბის განთავსებისა და ინვესტირების წესი.

6. ბიუროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

7. ზიანის ანაზღაურებისათვის მფლობელმა, დაზარალებულმა ან დაზარალებულის წარმომადგენელმა ბიუროში უნდა წარადგინოს ცნობები ზიანის მიყენების დროის, ადგილის, მიზეზისა და სხვა გარემოებათა შესახებ, რომლებიც განისაზღვრება ბიუროს დებულებით. ბიუროს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. შესაბამისი მოთხოვნები განისაზღვრება ბიუროს დებულებით.

8. ბიურო უფლებამოსილია გაატაროს პრევენციული ღონისძიებები.

9. ბიურო ახორციელებს საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ ეროვნული ორგანიზაციის უფლება-მოვალეობებს და ასრულებს კოორდინატორის ფუნქციას ამ საქმიანობაში. ბიუროს უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება ბიუროს დებულებით.

10. მზღვეველი, საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემაში მონაწილეობის მისაღებად, აფორმებს ბიუროსთან შესაბამის ხელშეკრულებას, რომლითაც განისაზღვრება მზღვეველსა და ბიუროს შორის უფლება-მოვალეობანი.

11. საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემაში მონაწილე მზღვეველის სავალდებულო შესატანების ოდენობა განისაზღვრება ბიუროს დებულებით.

12. საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემის მონაწილე მზღვეველის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევისას ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. საქართველოს 1999 წლის 3 თებერვლ ის კანონი №1784 - სსმ I,  №3(10), 19.02.1999 წ., მუხ.16 საქართველოს 2001 წლის 20 ივნის ის კანონი № 963 - სსმ I,  № 20 , 03 .0 7 . 2001 წ., მუხ. 70 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტო ს კანონი № 3059 - სსმ I,  № 29 , 1 8 .0 9 . 2003 წ., მუხ. 219 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრი ს კანონი № 4222 - სსმ I,  № 2 , 04 .0 1 . 2007 წ., მუხ. 28 საქართველოს 2007 წლის 11 ივლის ის კანონი № 5270 - სსმ I,  № 30 , 30 .

07. 2007 წ., მუხ. 341

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31750-avtomototransportis-mplobelta-samokalako-pasukhismgeblobis-savaldebulo/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31750-avtomototransportis-mplobelta-samokalako-pasukhismgeblobis-savaldebulo/23.md
