---
title: "მუხლი 10. სკოლამდელი აღზრდა — განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31756-ganatlebis-shesakheb/10"
law: "განათლების შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 31756"
adopted: "1997-06-27"
consolidated_as_of: "2010-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-09-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. სკოლამდელი აღზრდა — განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2010-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-09-01.
> Cite as: განათლების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2010-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31756-ganatlebis-shesakheb/10

1. სკოლამდელი აღზრდის მიზანია მოამზადოს ბავშვი სკოლისათვის, საფუძველი ჩაუყაროს მისი აზროვნების, ემოციური სამყაროს და ნებისყოფის ფორმირებას, მის ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ და ესთეტიკურ აღზრდას, სხვისი აზრისა და საკუთრების პატივისცემას, ხელი შეუწყოს მოზარდის ჯანმრთელობის განმტკიცებას.

2. სკოლამდელი აღზრდა ხდება ოჯახში ან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31756-ganatlebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31756-ganatlebis-shesakheb/11.md
