---
title: "მუხლი 34. სახელმწიფო ფინანსური ნორმატივები განათლების სფეროში — განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31756-ganatlebis-shesakheb/34"
law: "განათლების შესახებ"
article: "34"
identifier: "matsne 31756"
adopted: "1997-06-27"
consolidated_as_of: "2010-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-09-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. სახელმწიფო ფინანსური ნორმატივები განათლების სფეროში — განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2010-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-09-01.
> Cite as: განათლების შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2010-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31756-ganatlebis-shesakheb/34

1. განათლების სფეროში სახელმწიფო ფინანსური ნორმატივი არის სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამისა და სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის განხორციელებისათვის აუცილებელი თანხების ოდენობა, რომელიც განისაზღვრება თითოეული საგანმანათლებლო პროგრამის, სტანდარტის, პროგრამის ყოველი სასწავლო წლისა და ერთი მოსწავლისა და სტუდენტისათვის.

2. განათლების სფეროში სახელმწიფო ფინანსურ ნორმატივებს შეიმუშავებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის  სამინისტრო საქართველოს განათლების, ფინანსთა და სხვა შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან ერთად და ამტკიცებს მათთან შეთანხმებით.

3. სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც ადგილობრივი პირობების გამო სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების შესრულების ღირებულება აღემატება სახელმწიფო ფინანსურ ნორმატივებს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ეძლევა დამატებითი დაფინანსება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31756-ganatlebis-shesakheb/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31756-ganatlebis-shesakheb/35.md
