---
title: "მუხლი 35. სახელმწიფო დაკვეთა — განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31756-ganatlebis-shesakheb/35"
law: "განათლების შესახებ"
article: "35"
identifier: "matsne 31756"
adopted: "1997-06-27"
consolidated_as_of: "2010-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-09-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. სახელმწიფო დაკვეთა — განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2010-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-09-01.
> Cite as: განათლების შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2010-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31756-ganatlebis-shesakheb/35

1. სახელმწიფო დაკვეთა არის საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სასწავლო საბიუჯეტო ჯგუფებისა და ადგილების რაოდენობა.

2. საგანმანათლებლო პროგრამებისათვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან მისაღები თანხების ოდენობა გაიანგარიშება სახელმწიფო დაკვეთითა და შესაბამისი სახელმწიფო ფინანსური ნორმატივების საფუძველზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31756-ganatlebis-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31756-ganatlebis-shesakheb/36.md
