---
title: "მუხლი 41. იმ ბავშვთა და მოზარდთა სოციალური დაცვა, რომლებსაც აღზრდისა და განათლების განსაკუთრებული პირობები სჭირდებათ — განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31756-ganatlebis-shesakheb/41"
law: "განათლების შესახებ"
article: "41"
identifier: "matsne 31756"
adopted: "1997-06-27"
consolidated_as_of: "2010-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-09-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. იმ ბავშვთა და მოზარდთა სოციალური დაცვა, რომლებსაც აღზრდისა და განათლების განსაკუთრებული პირობები სჭირდებათ — განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2010-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-09-01.
> Cite as: განათლების შესახებ, მუხლი 41 (consolidated as of 2010-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31756-ganatlebis-shesakheb/41

1. იმ მოსწავლეთათვის, რომლებმაც ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ ვადაში ვერ დაძლიეს დაწყებითი განათლების საგანმანათლებლო პროგრამა, ასევე ნორმალური განვითარებისაგან გადახრილი, ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის მქონე მოსწავლეთათვის, აგრეთვე იმ ბავშვებისათვის, რომლებსაც ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდებათ, განათლების სისტემის მართვის ორგანოები ქმნიან სპეციალურ და კორექციული ხასიათის საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც ხორციელდება ასეთი ბავშვების მკურნალობა, აღზრდა, სწავლება, სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია. სპეციალურ სკოლებში მოსწავლეები ჩაირიცხებიან მშობლების (კანონიერი წარმომადგენლების) თანხმობისა და სპეციალური სამედიცინო-პედაგოგიური კომისიის დასკვნის საფუძველზე. თანხმობის არარსებობის შემთხვევაში საკითხს წყვეტს სასამართლო. ამგვარ საგანმანათლებლო დაწესებულებებს სახელმწიფო აფინანსებს მაღალი ნორმატივებით.

2. ბავშვობიდან ინვალიდებისათვის (დიაბეტით დაავადებულები და სხვა), რომლებიც არ შედიან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ კატეგორიაში, წესდება შეღავათი მათი სწავლისა და აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ტიპური დებულებით.

3. აკრძალულია საბაზო განათლების მიღებამდე სასწავლო დაწესებულებებიდან მოსწავლეთა გარიცხვა. იმ მოსწავლეებისათვის, რომელთაც ახასიათებთ საზოგადოებისათვის მიუღებელი, ნორმიდან გადახრილი ქცევა, იქმნება სპეციალური სააღმზრდელო-სასწავლო დაწესებულებები, სადაც სპეციალური პედაგოგიური მეთოდების გამოყენებით ხორციელდება მოსწავლეთა აღზრდა და სწავლება, სახელობო და/ან დაწყებითი პროფესიული მომზადება, შექმნილია თვითგანვითარების პირობები. ასეთ სააღმზრდელო-სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეები იგზავნებიან მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, 11 წლის ასაკიდან. საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2433-სსმ I, №20, 11.07.2003წ; მუხ.136

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31756-ganatlebis-shesakheb/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31756-ganatlebis-shesakheb/42.md
