---
title: "მუხლი 42. აღსაზრდელთა და მოსწავლეთა (სტუდენტთა) ჯანმრთელობის დაცვა — განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31756-ganatlebis-shesakheb/42"
law: "განათლების შესახებ"
article: "42"
identifier: "matsne 31756"
adopted: "1997-06-27"
consolidated_as_of: "2010-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-09-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. აღსაზრდელთა და მოსწავლეთა (სტუდენტთა) ჯანმრთელობის დაცვა — განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2010-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-09-01.
> Cite as: განათლების შესახებ, მუხლი 42 (consolidated as of 2010-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31756-ganatlebis-shesakheb/42

1. საგანმანათლებლო დაწესებულება აღსაზრდელებსა და მოსწავლეებს (სტუდენტებს) უქმნის ჯანმრთელობის დაცვისა და ფიზიკური სრულყოფის პირობებს. საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო-შრომითი დატვირთვა, შინაგანაწესი, კვების პირობები და სანიტარიული ნორმები უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტებსა და ნორმატივებს.

2. ჯანმრთელობის დაცვის ორგანოები ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო მომსახურებას.

3. იმ მოსწავლეთათვის, რომელთაც სჭირდებათ ხანგრძლივი მკურნალობა, სახელმწიფოს ხარჯზე იქმნება გამაჯანსაღებელი, მათ შორის, სანატორიუმის ტიპის, საგანმანათლებლო დაწესებულებები.

4. აღსაზრდელთა და მოსწავლეთა (სტუდენტთა) სწავლის, დასვენებისა და შრომის პირობები განსაზღვრულია კანონმდებლობით და პასუხისმგებლობა მათი დაცვისათვის ეკისრება საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31756-ganatlebis-shesakheb/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31756-ganatlebis-shesakheb/43.md
