---
title: "მუხლი 6. სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტები — განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31756-ganatlebis-shesakheb/6"
law: "განათლების შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 31756"
adopted: "1997-06-27"
consolidated_as_of: "2010-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-09-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტები — განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2010-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-09-01.
> Cite as: განათლების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2010-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31756-ganatlebis-shesakheb/6

1. სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტი ამ კანონით განსაზღვრული საფეხურებისა და სწავლების ხანგრძლივობის საფუძველზე ადგენს სასწავლო დისციპლინათა ნუსხას, განსაზღვრავს სასწავლო საგნების ციკლთა შორის თანაფარდობას, სასწავლო დატვირთვის დასაშვებ მაქსიმუმს, სასწავლო პროგრამის შინაარსის სავალდებულო მინიმუმს, კურსდამთავრებულთა მომზადების აუცილებელი დონის კრიტერიუმებს საფეხურების მიხედვით და, მოსწავლეთა მიდრეკილების გათვალისწინებით, სწავლების დიფერენცირების ზღვრულ ნორმებს, აგრეთვე სასწავლო-მატერიალური ბაზისა და ტექნიკური აღჭურვილობის ნორმატიულ მოთხოვნებს.

2. სტანდარტების შესრულება სავალდებულოა ლიცენზიის მქონე ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის.

3. ნორმალური განვითარებისაგან გადახრილ მოსწავლეთათვის დგინდება სპეციალური საგანმანათლებლო სტანდარტები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31756-ganatlebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31756-ganatlebis-shesakheb/7.md
