---
title: "მუხლი 2 — ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/3176389-teknikuri-reglamentis-shenoba-nagebobis-usaprtkhoebis-wesebis-damtkits/2"
law: "ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე"
article: "2"
identifier: "41"
adopted: "2016-01-28"
consolidated_as_of: "2026-09-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 2 — ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2026-09-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე, მუხლი 2 (consolidated as of 2026-09-04), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/3176389-teknikuri-reglamentis-shenoba-nagebobis-usaprtkhoebis-wesebis-damtkits/2

1. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ III, IV და V კლასს დაქვემდებარებული შენობებისა და ნაგებობების დაგეგმარებაზე, მშენებლობასა და მოვლა-პატრონობაზე.

2. ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ ობიექტებზე, რომელთა მიმართაც 2017 წლის 16 ნოემბრამდე შეთანხმებულია არქიტექტურული პროექტი ან წარდგენილია განაცხადი არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე ან/და გაცემულია მშენებლობის ნებართვა, მაგრამ შენობა-ნაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წინამდებარე წესები უფრო ხელსაყრელ პირობებს ითვალისწინებს და მის გამოყენებაზე მოთხოვნას აყენებს განმცხადებელი. აღნიშნულ ობიექტებზე გავრცელდება ამ დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობა.“.

3. თუ შენობა-ნაგებობები აშენებულია ამ დადგენილების ამოქმედებამდე ამ დადგენილების მოთხოვნების შეუსაბამოდ, მათი რეკონსტრუქციისას დაუშვებელია დადგენილების მოთხოვნათა მიმართ არსებული შეუსაბამობის ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაზრდა.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 თებერვლის დადგენილება №64 - ვებგვერდი, 07.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №498 - ვებგვერდი, 20.11.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3176389-teknikuri-reglamentis-shenoba-nagebobis-usaprtkhoebis-wesebis-damtkits/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3176389-teknikuri-reglamentis-shenoba-nagebobis-usaprtkhoebis-wesebis-damtkits/2-1.md
