---
title: "მუხლი 12. სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანოები — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/12"
law: "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 31780"
adopted: "1997-09-17"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანოები — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/12

1. მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) სამხედრო აღრიცხვა ხორციელდება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო იმ პირის სამხედრო აღრიცხვა, რომელსაც არ აქვს რეგისტრაციის ადგილი, – ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი.

2. ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე იმ მოქალაქეების სამხედრო აღრიცხვას, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ირიცხებიან, ახორციელებენ შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ კანონით დადგენილი წესით.

3. მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის წესი განისაზღვრება მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1849 - სსმ I, №12(19), 06.04.1999 წ., მუხ.42 საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83 საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1893 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.18 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №811 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.190 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2938 - სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.94 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308 საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1464 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.98 საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1387 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1791 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3948 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3118 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/13.md
