---
title: "მუხლი 16. პირის ვალდებულებანი სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/16"
law: "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 31780"
adopted: "1997-09-17"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. პირის ვალდებულებანი სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/16

1. სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით პირი ვალდებულია გამოცხადდეს მუნიციპალიტეტში/თბილისის რაიონში მუნიციპალიტეტის/ თბილისის რაიონის უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით.

2. სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან დათხოვნილი პირი ვალდებულია დათხოვნიდან 2 კვირის ვადაში რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო რეგისტრაციის ადგილის არქონის შემთხვევაში – ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად გამოცხადდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულში.

3. მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის შემთხვევაში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირი (წვევამდელი, რეზერვისტი) ვალდებულია 2 კვირის ვადაში წარუდგინოს მას ინფორმაცია თავისი ოჯახური მდგომარეობის, სამუშაო და საცხოვრებელი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის) ადგილების, თანამდებობის შეცვლის, განათლების შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.

4. პირი (წვევამდელი, რეზერვისტი) ვალდებულია: ა) საცხოვრებელი (ფაქტობრივი ან რეგისტრაციის) ადგილის შეცვლისას სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ბ) საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლისას სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს საქართველოს საელჩოში ან წარმომადგენლობაში. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4120- სსმ I, №75, 27.12.2010 წ., მუხ.476 საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. თავი IV. მოქალაქის მომზადება სამხედრო სამსახურისათვის

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/17.md
