---
title: "მუხლი 20. გაწვევის საფუძველი — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/20"
law: "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 31780"
adopted: "1997-09-17"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. გაწვევის საფუძველი — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/20

1. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საფუძველია საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის პროექტში გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნები.

2. წვევამდელი, რომელიც ამ კანონის 29-ე ან 30-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლებას ან სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას (გარდა ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა), გამოთქვამს სურვილს, ნებაყოფლობით მოიხადოს სამხედრო ვალდებულება, შეიძლება გაწვეულ იქნეს სამხედრო სამსახურში. პირი სამხედრო სამსახურს გაივლის კანონით დადგენილი სრული ვადით, თუ კვლავ არ წარმოიქმნება სამხედრო სამსახურიდან მისი გათავისუფლების ან სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების კანონით დადგენილი საფუძველი. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65 საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №811 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.190 საქართველოს 2006 წლის 2 მარტის კანონი №2700 - სსმ I, №7, 20.03.2006 წ., მუხ.52 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2938 - სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.94 საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1464 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.98 საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1387 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1791 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3948 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1926 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3118 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/21.md
