---
title: "მუხლი 21. მოქალაქე, რომელიც ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/21"
law: "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 31780"
adopted: "1997-09-17"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. მოქალაქე, რომელიც ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/21

1. ამ კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული პირები ექვემდებარებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას.

2. პირის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ მის მიერ 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ.

2¹. წვევამდელი, რომელსაც სურს ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადავადების უფლებით სარგებლობა, ვალდებულია ამის შესახებ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევამდე 1 თვით ადრე აცნობოს მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.

3. 27 წლის ან 27 წელზე მეტი ასაკის პირი, რომელსაც 27 წლამდე არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური, არ გაიწვევა სამხედრო სავალდებულო სამსახურში და ჩაირიცხება რეზერვში მუნიციპალიტეტის მერის/თბილისის რაიონის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

4. საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ ან მომუშავე საქართველოს მოქალაქის სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმა განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით.

5. (ამოღებულია). საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2185 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.145 საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83 საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65 საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308 საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1254 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/22.md
