---
title: "მუხლი 24. გამწვევი კომისია — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/24"
law: "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 31780"
adopted: "1997-09-17"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. გამწვევი კომისია — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/24

1. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისათვის ადგილზე იქმნება მუნიციპალიტეტის გამწვევი კომისია, ხოლო თბილისის რაიონში – თბილისის რაიონის გამწვევი კომისია. მუნიციპალიტეტის გამწვევი კომისიის/თბილისის რაიონის გამწვევი კომისიის (შემდგომ – გამწვევი კომისია) შემადგენლობას ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო თბილისის რაიონში – თბილისის რაიონის გამგებელი.

2. გამწვევი კომისიის შემადგენლობაში შედიან: ა) კომისიის თავმჯდომარე – მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო თბილისის რაიონში – შესაბამისი რაიონის გამგებელი; ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამისი თანამდებობის პირი; გ) კომისიის წევრები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურე (მოსამსახურეები); დ) კომისიის მდივანი – მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურე. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83 საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65 საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308 საქართველოს 2012  წლის 29 ივნისის კანონი №6607 – ვებგვერდი, 10.07.2012წ. საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3948 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1254 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/25.md
