---
title: "მუხლი 27. სამედიცინო შემოწმება — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/27"
law: "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 31780"
adopted: "1997-09-17"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. სამედიცინო შემოწმება — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/27

1. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევი მოქალაქე სამედიცინო შემოწმებას გადის შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში არსებულ მუდმივმოქმედ სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიაში.

2. მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია შემოწმების შემდეგ წვევამდელის შესახებ იძლევა დასკვნას სამხედრო სამსახურისათვის მისი ვარგისიანობის თაობაზე შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის; ბ) ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის უმნიშვნელო შეზღუდვით; გ) შეზღუდულად ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის; დ) დროებით უვარგისია სამხედრო სამსახურისათვის; ე) უვარგისია სამხედრო სამსახურისათვის.

3. მოქალაქის სამხედრო სამსახურისთვის მოსამზადებელი სამკურნალო-პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევი წვევამდელისთვის ჩატარებული დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა და მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოები ფინანსდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65 საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178 საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3118 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/28.md
