---
title: "მუხლი 33. სამხედრო თანამდებობანი — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/33"
law: "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
article: "33"
identifier: "matsne 31780"
adopted: "1997-09-17"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. სამხედრო თანამდებობანი — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/33

1. სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით სამხედრო თანამდებობათა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. ყოველი სამხედრო თანამდებობისთვის/წოდებისთვის საქართველოს თავდაცვის მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ან სხვა შესაბამისი სამხედრო უწყება აწესებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

3. სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების ნუსხა, მათი კოდები და საკარიერო გვარეობები, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურისათვის სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის, ამ სპეციალობის კოდისა და საკარიერო გვარეობის მინიჭების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირი განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178 საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4748 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.162 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3015 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.134 საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1387 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3582 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/34.md
