---
title: "მუხლი 35. სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/35"
law: "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
article: "35"
identifier: "matsne 31780"
adopted: "1997-09-17"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/35

1. სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკია: ა) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის რიგითების, კაპრალების და სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობებისათვის – 50 წელი; ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის – 45 წელი; გ) კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის: გ.ა) პოლკოვნიკამდე – 50 წელი; გ.ბ) პოლკოვნიკისთვის – 55 წელი; დ)     კადრის სამხედრო სამსახურის უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისათვის – 60 წელი.

2. სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი 5 წლამდე ვადით შეიძლება გაუგრძელდეთ: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ.

3. სამხედრო სამსახურის ზღვრულ ასაკს მიღწეული სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვება რეზერვში ჩარიცხვით ან გადადგომით.

4. სამხედრო სარეზერვო სამსახურის ზღვრული ასაკი განისაზღვრება „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით . საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4327 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.42 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3015 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.134 საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1387 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2041 – ვებგვერდი, 26.03.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3582 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/36.md
