---
title: "მუხლი 36. სამხედრო სამსახურიდან ვადამდე დათხოვნა — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/36"
law: "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
article: "36"
identifier: "matsne 31780"
adopted: "1997-09-17"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. სამხედრო სამსახურიდან ვადამდე დათხოვნა — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/36

1. სამხედრო სამსახურიდან ვადამდე ითხოვენ იმ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სამხედრო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიამ სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად ან შეზღუდულად ვარგისად ცნო.

2. სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან ვადამდე დათხოვნის სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და სამხედრო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის გაწვევით, სამხედრო სამსახურიდან ვადამდე იქნება დათხოვნილი ამ კანონის 29-ე მუხლით ან 30-ე მუხლით (გარდა 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ 1 “−„გ 3 “, „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული პირობის წარმოქმნისას.

4. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ამოირიცხება სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის სიიდან.

5. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის გაწვევით, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული პირობებისა, ცალკეულ შემთხვევებში სამხედრო სამსახურიდან ვადამდე შეიძლება დათხოვნილ იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №984 - სსმ I, №42, 31.12.2004 წ., მუხ.234 საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1387 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1777 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3582 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7190  – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/37.md
