---
title: "მუხლი 37. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/37"
law: "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
article: "37"
identifier: "matsne 31780"
adopted: "1997-09-17"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/37

1. ვადიანი სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა ხდება ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით დადგენილი ვადების გასვლის შემდეგ.

2. უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცრებს ამ კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკის მიღწევის შემდეგ სამხედრო სამსახურიდან დაითხოვს საქართველოს პრეზიდენტი.

3. სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც სამხედრო სამსახურში იმსახურა 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, მიუხედავად სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკისა შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამხედრო სამსახურიდან რეზერვში ჩარიცხვით (გადადგომით). საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83 საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178 საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2447 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.395 თავი VIII. სამხედრო წოდებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/38.md
