---
title: "მუხლი 39. სამხედრო წოდების ჩამორთმევა, ჩამოქვეითება და წოდების აღდგენა — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/39"
law: "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
article: "39"
identifier: "matsne 31780"
adopted: "1997-09-17"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39. სამხედრო წოდების ჩამორთმევა, ჩამოქვეითება და წოდების აღდგენა — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ, მუხლი 39 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/39

1. სამხედრო მოსამსახურეს, აგრეთვე რეზერვში მყოფ ან გადამდგარ პირს სამხედრო წოდება შეიძლება ჩამოართვას მხოლოდ სასამართლომ.

2. ნასამართლობის მოხსნის (გაბათილების) ან რეაბილიტაციის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს ჩამორთმეული სამხედრო წოდება, მათი სურვილისამებრ, უნდა აღუდგინოს იმ თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს ამ სამხედრო წოდების მინიჭების უფლება.

3. სამხედრო მოსამსახურე შეიძლება სამხედრო წოდებით ერთი საფეხურით ჩამოაქვეითონ ან აღადგინონ წინანდელ სამხედრო წოდებაში საერთო საჯარისო წესდებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განაზღვრული წესით. თავი IX. (ამოღებულია) საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4197 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.370

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/40.md
