---
title: "მუხლი 46¹. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ამნისტირებულ პირთა მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდა — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/46-1"
law: "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
article: "46^1"
identifier: "matsne 31780"
adopted: "1997-09-17"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46¹. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ამნისტირებულ პირთა მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდა — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ, მუხლი 46¹ (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/46-1

1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ამნისტირებული პირები, გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2000 წელს გაწვეული ან გასაწვევი პირებისა, არ მოიხდიან სამხედრო ვალდებულებას და ჩაირიცხებიან რეზერვში.

2. სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2000 წელს გაწვეული ან გასაწვევი პირები, რომლებიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე არიან ამნისტირებულნი და რომელთა მიმართაც არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან მიმდინარეობდა საქმის სასამართლოში განხილვა, არ მოიხდიან სამხედრო ვალდებულებას და ჩაირიცხებიან რეზერვში.

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ამნისტირებული სამხედრო მოსამსახურეები ამოირიცხებიან სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის პირადი შემადგენლობის სიიდან. საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონი №698 - სსმ I, №51, 30.12.2000 წ., მუხ.151

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/46-2.md
