---
title: "მუხლი 46⁴. სამხედრო წოდებების გათანაბრება — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/46-4"
law: "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
article: "46^4"
identifier: "matsne 31780"
adopted: "1997-09-17"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46⁴. სამხედრო წოდებების გათანაბრება — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ, მუხლი 46⁴ (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/46-4

1. ამ მუხლის ამოქმედების დღისთვის მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვში მყოფი პირების სამხედრო წოდებები გაუთანაბრდეს ამ მუხლის ამოქმედებიდან გაუქმებულ (შეცვლილ) სამხედრო წოდებებს: ა) ეფრეიტორი და II კლასის ეფრეიტორი – რიგითს, ხოლო მატროსი, უფროსი მატროსი და II კლასის მატროსი – საზღვაო რიგითს; ბ) I კლასის ეფრეიტორი – I კლასის რიგითს, ხოლო I კლასის მატროსი – I კლასის საზღვაო რიგითს; გ) ბატალიონის სერჟანტი და შტაბის სერჟანტი – მასტერ სერჟანტს, ხოლო ხომალდის მიჩმანი და შტაბის მიჩმანი – მასტერ მიჩმანს; დ) ბრიგადის სერჟანტი – მთავარ სერჟანტს; ე) უმცროსი ლეიტენანტი – ლეიტენანტს;

2. შესაბამისმა უწყებამ და მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა უზრუნველყონ მოქმედი სამხედრო მოსამსახურისა და რეზერვში მყოფი პირის სააღრიცხვო მონაცემების შეცვლა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სამხედრო წოდებების გათანაბრების მიზნით.

3. სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც წოდება გაუთანაბრდა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გათანაბრებული სამხედრო წოდებით ნამსახურობის ვადაში ჩაეთვალოს ის ვადა, რომლის განმავლობაშიც მან იმსახურა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გასათანაბრებელი სამხედრო წოდებით.

4. ამ კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ვრცელდება აგრეთვე მის ამოქმედებამდე მინიჭებულ სამხედრო წოდებებზე. საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3015 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.134 საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/46-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/46-5.md
