---
title: "მუხლი 46⁸. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ორგანიზება — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/46-8"
law: "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
article: "46^8"
identifier: "matsne 31780"
adopted: "1997-09-17"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46⁸. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ორგანიზება — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ, მუხლი 46⁸ (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/46-8

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო აღრიცხვას და სამხედრო სამსახურში გაწვევას ორგანიზებას უწევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებისა. აღნიშნულ პირთა ამ კანონის შესაბამისად სამხედრო აღრიცხვას და სამხედრო სამსახურში გაწვევას ორგანიზებას უწევს აჟარის მუნიციპალიტეტი.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის სფეროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილებები შეესაბამება ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შექმნას რამდენიმე გამწვევი კომისია და განსაზღვროს მათი შემადგენლობები.

4. სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანო/უწყება ვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4, მე-5 და მე-8–მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია მიაწოდოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/46-7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/46-9.md
