---
title: "მუხლი 47. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასაუქმებელი ნორმატიული აქტები — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/47"
law: "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"
article: "47"
identifier: "matsne 31780"
adopted: "1997-09-17"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასაუქმებელი ნორმატიული აქტები — სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ, მუხლი 47 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/47

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე: ა) ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 29 დეკემბრის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1992 წ., №2, მუხ.

136). ბ) „სამხედრო და სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 29 აპრილის კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №6. მუხ.

99) სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სამხედრო” და ძალადაკარგულად ჩაითვალოს კანონის მე-2 თავი. გ) ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 17 სექტემბრის №861-Iს დადგენილება „საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ ან მომუშავე საქართველოს მოქალაქეთა მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდის შესახებ“ . დ) ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 23 სექტემბრის №629 ბრძანებულების „საქართველოს სამხედრო ძალებისათვის რეზერვის ოფიცრებად სტუდენტთა მომზადების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ პირველი პუნქტის პირველი – მე-3 აბზაცები და მე-2 – მე-10 პუნქტები . საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83 საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/46-9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31780-samkhedro-valdebulebisa-da-samkhedro-samsakhuris-shesakheb/48.md
