---
title: "მუხლი 3¹. მოსაკრებლის გადახდის წესი — მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31822-mosakreblebis-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/3-1"
law: "მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ"
article: "3^1"
identifier: "matsne 31822"
adopted: "1998-02-06"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3¹. მოსაკრებლის გადახდის წესი — მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ, მუხლი 3¹ (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31822-mosakreblebis-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/3-1

1. მოსაკრებლის გადამხდელის მიერ მოსაკრებელი გადახდილად ითვლება, თუ მოსაკრებლის მიმღებ ორგანოში წარდგენილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით დადგენილი საბუთი ან/და დოკუმენტი. ამასთანავე, მოსაკრებლის გადახდის დადასტურება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) საბუთის ან/და დოკუმენტის მიმართ მოთხოვნებს, მისი წარდგენის წესს და მიღების ან/და აღიარების პროცედურებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1531- სსმ I, №19, 24.

07.2009 წ., მუხ.88

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31822-mosakreblebis-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31822-mosakreblebis-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/4.md
