---
title: "მუხლი 4. კანონმდებლობა მოსაკრებლების შესახებ — მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31822-mosakreblebis-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/4"
law: "მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 31822"
adopted: "1998-02-06"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. კანონმდებლობა მოსაკრებლების შესახებ — მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31822-mosakreblebis-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/4

1. კანონმდებლობა მოსაკრებლების შესახებ შედგება ამ კანონისაგან, მის შესაბამისად მიღებული კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

2. მოსაკრებლების შესახებ კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კანონს.

3. მოსაკრებლების თაობაზე კანონების დებულებებსა და კანონმდებლობის სხვა სფეროს ნორმატიული აქტების დებულებებს შორის მოსაკრებლების დაწესების, შეცვლისა და გაუქმების საკითხებზე კოლიზიის წარმოშობისას გამოიყენება მოსაკრებლების შესახებ კანონები.

4. აკრძალულია მოსაკრებლებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება საქართველოს სხვა კანონმდებლობით, გარდა მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა. ეს წესი არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის მოსაკრებელზე, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით, და სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის მოსაკრებელზე, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6809 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3935 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31822-mosakreblebis-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/3-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31822-mosakreblebis-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/5.md
