---
title: "მუხლი 7. მოსაკრებლების განაკვეთის განსაზღვრის ზოგადი პრინციპები — მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31822-mosakreblebis-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/7"
law: "მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 31822"
adopted: "1998-02-06"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. მოსაკრებლების განაკვეთის განსაზღვრის ზოგადი პრინციპები — მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31822-mosakreblebis-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/7

1. მოსაკრებლების განაკვეთები მათ ცალკეულ სახეობებზე წესდება ამ კანონის შესაბამისად მიღებული კანონებით და განისაზღვრება შემდეგი პრინციპებით : ა) სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ უზრუნველყოფილ მომსახურებაზე ან/და უფლების მინიჭებაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურების გათვალისწინებით; ბ) განსაკუთრებულ შემთხვევებში სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური ( მათ შორის, მოსალოდნელი შემოსავლების გათვალისწინებით ) ინტერესებიდან გამომდინარე .

2. მოსაკრებლები წესდება ლარებში ან ფარდობით სიდიდეებში . საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3501- სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.257 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1700 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.183 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6972-რს - ვებგვერდი, 28.07.2020 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31822-mosakreblebis-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31822-mosakreblebis-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/8.md
