---
title: "მუხლი 17¹. კონტროლი სამაუწყებლო რეკლამის სფეროში — რეკლამის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31840-reklamis-shesakheb/17-1"
law: "რეკლამის შესახებ"
article: "17^1"
identifier: "1228"
adopted: "1998-02-18"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17¹. კონტროლი სამაუწყებლო რეკლამის სფეროში — რეკლამის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეკლამის შესახებ, მუხლი 17¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31840-reklamis-shesakheb/17-1

სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) იღებს გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე; ბ) უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქცია; გ) უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის ორგანოებს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე. საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3245 - სსმI, №22, 16.06.2006წ., მუხ.182

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31840-reklamis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31840-reklamis-shesakheb/18.md
