---
title: "მუხლი 7. რეკლამა სატრანსპორტო საშუალებებზე — რეკლამის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31840-reklamis-shesakheb/7"
law: "რეკლამის შესახებ"
article: "7"
identifier: "1228"
adopted: "1998-02-18"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. რეკლამა სატრანსპორტო საშუალებებზე — რეკლამის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეკლამის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31840-reklamis-shesakheb/7

1. სატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამის გავრცელება ხდება შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრესთან (ან პირთან, რომელსაც აქვს სატრანსპორტო საშუალების ფლობის უფლება) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით სატრანპორტო საშუალებებზე რეკლამის გავრცელების შეზღუდვისა და აკრძალვის შემთხვევებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31840-reklamis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31840-reklamis-shesakheb/8.md
