---
title: "მუხლი 8¹. სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამა — რეკლამის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31840-reklamis-shesakheb/8-1"
law: "რეკლამის შესახებ"
article: "8^1"
identifier: "1228"
adopted: "1998-02-18"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8¹. სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამა — რეკლამის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეკლამის შესახებ, მუხლი 8¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31840-reklamis-shesakheb/8-1

1. აკრძალულია სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამის გავრცელება რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით, გაზეთების კაბადონებსა და ჟურნალების გარეკანზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება სექსუალური ხასიათის სამკურნალო-პროფილაქტიკურ საშუალებებსა და სამედიცინო ნაწარმზე, თუ ეს აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული პროდუქციის რეკლამის განთავსება და გავრცელება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2442 - სსმI, №20, 11.07.2003წ., მუხ.137

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31840-reklamis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31840-reklamis-shesakheb/8-2.md
