---
title: "მუხლი 100. თარჯიმანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/100"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "100"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 100. თარჯიმანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 100 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/100

1. თარჯიმანს იძახებენ, როცა:
ა) გამომძიებელმა, პროკურორმა, მოსამართლემ (მოსამართლეებმა) არ იციან ან სათანადოდ არ იციან ენა, რომელზედაც პროცესის მონაწილე იძლევა განმარტებას ან ჩვენებას;
ბ) ბრალდებულმა, ეჭვმიტანილმა, დამცველმა, დაზარალებულმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ, მათმა წარმომადგენლებმა, პროცესის სხვა მონაწილეებმა არ იციან ან სათანადოდ არ იციან სისხლის სამართლის პროცესის ენა;
გ) საჭიროა მეორე ენიდან ითარგმნოს ესა თუ ის წერილობითი ტექსტი.

2. თარჯიმნის გამოძახების შესახებ გამომძიებელს, პროკურორს ან მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.

3. წესები, რომლებიც ეხება თარჯიმანს, ვრცელდება იმ პირზედაც, რომელსაც ესმის ყრუ-მუნჯთა ნიშნები და რომელიც მოწვეულია სამართალწარმოებაში მონაწილეობისათვის.

3¹. თუ საქმის რამდენიმე მონაწილეს სჭირდება თარჯიმანი და ისინი სათანადოდ ფლობენ ერთსა და იმავე ენას, ამ კოდექსის 101-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება შეუძლია ერთ თარჯიმანს.

4. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირებს უფლება არა აქვთ შეასრულონ თარჯიმნის მოვალეობანი.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/99.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/101.md
