---
title: "მუხლი 106. საქმეში ექსპერტის, სპეციალისტის ან თარჯიმნის მონაწილეობის გამომრიცხველი გარემოებები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/106"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "106"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 106. საქმეში ექსპერტის, სპეციალისტის ან თარჯიმნის მონაწილეობის გამომრიცხველი გარემოებები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 106 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/106

1. ექსპერტს (გარდა ამ კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან სპეციალისტს უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, როცა სამსახურებრივად ან სხვაგვარად დამოკიდებულია საქმეში მონაწილე ამა თუ იმ პირზე ან/და ნათესაური ურთიერთობა აქვს მასთან.

2. ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი აცილებული უნდა იქნენ იმ შემთხვევაშიც, თუ გამოვლინდება მათი პროფესიული არაკომპეტენტურობა.

3. საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტს უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის პროცესში, თუ მეორე მხარის მოთხოვნის საპასუხოდ ის ვერ წარადგენს მისი სპეციალური განათლების ან/და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელ საბუთს ან შესაბამის დოკუმენტს (სერტიფიკატს). ამ შემთხვევაში, საფინანსო-საბუღალტრო ექპერტის დასკვნა და ჩვენება დაუშვებელ მტკიცებულებად ჩაითვლება ამ კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3381 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.12
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/105.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/107.md
