---
title: "მუხლი 109². დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/109-2"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "109^2"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 109². დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 109² (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/109-2

1. პროკურორი უფლებამოსილია წინასწარი გამოძიების დროს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს (სასამართლოს) გამოძიების ადგილის მიხედვით.

2. შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი საფუძვლით:
ა) საქმე განიხილება ისეთი ქმედების ჩადენის ფაქტზე, რომლის საჯარო განხილვა თავისი ბუნებით არსებით ზიანს მიაყენებს პროცესის მონაწილის პირად ცხოვრებას;
ბ) პროცესის მონაწილის ვინაობისა და საქმეში მონაწილეობის საჯაროობით მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრება მის ან მისი ახლო ნათესავის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას;
გ) პროცესის მონაწილე დამოკიდებულია ბრალდებულზე;
დ) პროცესის მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე.
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/109-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/109-3.md
