---
title: "მუხლი 112. გარემოებები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს სისხლის სამართლის საქმეზე — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/112"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "112"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 112. გარემოებები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს სისხლის სამართლის საქმეზე — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 112 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/112

სისხლის სამართლის საქმეზე უნდა დამტკიცდეს:
ა) ბრალდებულის ან სხვა პირის მოქმედება ან უმოქმედობა;
ბ) მოქმედების (უმოქმედობის) მართლსაწინააღმდეგო ხასიათი;
გ) ბრალი;
დ) გარემოებები, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას;
ე) დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ხასიათი და ოდენობა.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/111.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/113.md
