---
title: "მუხლი 113. გარემოებები, რომლებიც დგინდება მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე. პრეიუდიციები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/113"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "113"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 113. გარემოებები, რომლებიც დგინდება მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე. პრეიუდიციები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 113 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/113

1. მტკიცებულებათა წარმოდგენისა და გამოკვლევის გარეშე მიიღება:
ა) საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები;
ბ) ადრე ნასამართლობაზე განაჩენის ასლი, თუ არც ერთი მხარე და არც პროცესის მწარმოებელი ორგანო ამ ფაქტს საეჭვოდ არ ხდიან და არ მოითხოვენ მის შემოწმებას.

2. მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე არსებულად ითვლება პრეიუდიციები, რომლებიდანაც გამომდინარეობს, რომ:
ა) სხვა სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება სავალდებულოა სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლისა და მოსამართლისათვის, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე საეჭვოდ არ ხდის ამ განაჩენის კანონიერებას;
ბ) სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება სავალდებულოა სასამართლოს, პროკურორისა და გამომძიებლისათვის სისხლის სამართლის საქმის იმ საკითხის გადასაწყვეტად, მოხდა თუ არა მოვლენა ან ქმედება, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე საეჭვოდ არ ხდის ამ გადაწყვეტილებას.

3. პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი შეიძლება უარყოს მხარემ, სასამართლოს განაჩენმა, სხვა შემაჯამებელმა გადაწყვეტილებამ ან დადგენილებამ, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებსა და მოსამართლეთა შინაგან რწმენას.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნულ შემთხვევაში გამომძიებელსა და პროკურორს უფლება აქვთ უარყონ პრეიუდიცია და საქმე გადასცენ სასამართლოს თავიანთი შინაგანი რწმენის საფუძველზე. სასამართლოს, რომელიც შინაგანი რწმენით შეაფასებს მტკიცებულებებს, უფლება აქვს გამოიტანოს განაჩენი ან სხვა გადაწყვეტილება პრეიუდიციის მიუხედავად. ასეთი განაჩენი ან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლისთანავე საქმესთან ერთად იგზავნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც გამოითხოვს იმ საქმეს, რომლის პრეიუდიციული მნიშვნელობაც უარყოფილია, და იმ მტკიცებულების შეფასების შემდეგ, რომელიც საფუძვლად უდევს ურთიერთსაწინააღმდეგო სასამართლო გადაწყვეტილებებს, აუქმებს ან ცვლის ერთ მათგანს და ძალაში ტოვებს მეორეს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
თავი XVI
მტკიცებულებათა სახეები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/112.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/114.md
