---
title: "მუხლი 118. ჩვენების ზეპირი და წერილობითი ფორმა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/118"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "118"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 118. ჩვენების ზეპირი და წერილობითი ფორმა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 118 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/118

1. ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დაზარალებული ან მოწმე ჩვენებას აყალიბებს ზეპირად. ჩვენება შეაქვთ ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ ეს პირი და პროცესის მწარმოებელი თანამდებობის პირი. ოქმს უნდა დაერთოს ჩვენების ფონოგრამა.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ წერილობით ჩამოაყალიბონ თავიანთი ჩვენებები დაკითხვის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას.

3. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ დასაკითხ პირს უჭირს სიტყვიერად აღწეროს მოვლენა, რომლის თვითმხილველიც იგი იყო, მას შეუძლია თავისი ჩვენების შესაბამისი ნაწილი ჩამოაყალიბოს სხვა ნიშნობრივი ფორმით, სახელდობრ, ნახაზის, სქემის, ჩანახატის ან სხვა ამგვარი სახით.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/117.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/119.md
