---
title: "მუხლი 120. ექსპერტის დასკვნა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/120"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "120"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 120. ექსპერტის დასკვნა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 120 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/120

1. ექსპერტის დასკვნა არის მცოდნე პირის წერილობითი ინფორმაცია მის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიმდინარეობისა და დადგენილი ფაქტობრივი მონაცემების შესახებ, რომელთაც სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს.

2. ექსპერტის დასკვნაში მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს როგორც გამოკვლევით დადგენილ, ისე ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხზე მიღებულ დასკვნას.

3. გამოკვლევის დროს ექსპერტის მიერ შესრულებული ფოტო და სხვა სურათი, გრაფიკა, ცხრილი, ნახაზი ექსპერტის დასკვნის შემადგენელი ნაწილია.

4. შედარებითი გამოკვლევის დროს ექსპერტის მიერ გაკეთებული ექსპერიმენტული ტყვიები, მასრები და სხვა ნიმუშები უნდა დაერთოს საქმეს როგორც ნივთიერი მტკიცებულებანი.

5. ექსპერტის დასკვნა დგება იმ შემთხვევაშიც, როცა ექსპერტმა გამოკვლევა დაიწყო, მაგრამ ვერ დაასრულა კვლევის ობიექტების არასაკმარისობის ან საკუთარი არაკომპეტენტურობის გამო.

6. თუ გამოკვლევის დაწყებამდე ექსპერტი დარწმუნდება კვლევის ობიექტების არასაკმარისობაში ან საკუთარ არაკომპეტენტურობაში, იგი ადგენს აქტს, რომ შეუძლებელია ექსპერტიზის ჩატარება, და ამ აქტს ექსპერტიზისათვის გაგზავნილ საგნებთან ერთად უგზავნის ორგანოს, რომელმაც ექსპერტიზა დანიშნა. თუ მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე დონე ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ექსპერტს არა აქვს ამისათვის საჭირო ცოდნა, ხელსაწყოები და რეაქტივები, მას უფლება აქვს მიუთითოს, რომელ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში შეიძლება ჩატარდეს ასეთი ექსპერტიზა.

7. თუ საჭირო არ არის დამატებითი და ახალი გამოკვლევის ჩატარება, ექსპერტის ჩვენება განმარტავს და ავსებს მის დასკვნას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/119.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/121.md
