---
title: "მუხლი 125. საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებების ოქმები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/125"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "125"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 125. საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებების ოქმები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 125 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/125

1. სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებებია ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით შედგენილი საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებების ოქმები.

2. ოქმი, რომელიც ჩვენებას აფიქსირებს, არ გამორიცხავს ჩვენების მიმცემ პირთა გამოძახებისა და დაკითხვის შესაძლებლობას.

3. საპროცესო გადაწყვეტილების მიღებისას საჭიროა მითითება ჩვენებასა და კანონით გათვალისწინებული წყაროებიდან ამოკრებილ სხვა ცნობებზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/124.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/126.md
