---
title: "მუხლი 133. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ამოცანები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/133"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "133"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 133. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ამოცანები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 133 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/133

1. თუ სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე ეწინააღმდეგება საგამოძიებო ან სასამართლო მოქმედების ჩატარებას, არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობას, გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს (მოსამართლეს) ამ კოდექსით დადგენილი წესით შეუძლიათ გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებანი. საჭიროების შემთხვევაში ისინი აფრთხილებენ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს, რომ აღიკვეთება ის ქცევა, რომელიც ხელს უშლის სისხლის სამართლის პროცესის ამოცანების შესრულებას.

2. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენებისას ანალოგიის ან კანონის განვრცობითი განმარტება დაუშვებელია.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/132.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/134.md
