---
title: "მუხლი 138. შეტყობინება საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/138"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "138"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 138. შეტყობინება საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 138 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/138

1. გამომძიებელი და პროკურორი, მას შემდეგ, რაც გამოიყენებენ საპროცესო იძულების ღონისძიებას დაკავების სახით, აგრეთვე შეასრულებენ სასამართლო ბრძანებას პირის დაპატიმრების ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ, ვალდებულნი არიან არა უგვიანეს 5 საათისა, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ – არა უგვიანეს 3 საათისა, შეატყობინონ ეს მათი ოჯახის რომელიმე წევრს, ხოლო თუ ასეთები არ არსებობენ, – რომელიმე ნათესავს ან ახლობელს, დაპატიმრების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შემთხვევაში კი შეატყობინონ სამუშაო ან სწავლის ადგილას. შეტყობინების ასლი ან მისი დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი საქმეს თან ერთვის.

2. ასეთივე მოვალეობა ეკისრება სასამართლოს, თუ მან აღკვეთის ღონისძიებად აირჩია დაპატიმრება ან პირის მოთავსება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის.

3. თუ დაკავებული, დაპატიმრებული ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებული პირი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ვადებში ეს უნდა შეატყობინონ შესაბამის საელჩოს ან საკონსულოს.

4. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებულ პირს უფლება აქვს პროცესის მწარმოებელი ორგანოს მეშვეობით შეატყობინოს თავისი მდგომარეობა კრედიტორებს, სხვა მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, რომელთა მიმართაც მას სამართლებრივი ვალდებულებები ეკისრება.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/137.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/139.md
