---
title: "მუხლი 139. დაკავებული, დაპატიმრებული ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირის კმაყოფაზე მყოფთა, მისი საცხოვრებელი ბინისა და ქონების მეურვეობის ღონისძიებანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/139"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "139"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 139. დაკავებული, დაპატიმრებული ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირის კმაყოფაზე მყოფთა, მისი საცხოვრებელი ბინისა და ქონების მეურვეობის ღონისძიებანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 139 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/139

1. თუ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, ხანდაზმული მშობელი, კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი, რომლებიც ზედამხედველობისა და დახმარების გარეშე რჩებიან, გამომძიებელი, პროკურორი და სასამართლო ვალდებულნი არიან ისინი სამეურვეოდ გადასცენ ნათესავებს, სხვა პირებს ან დაწესებულებებს, ხოლო თუ პირს უზედამხედველოდ რჩება ქონება ან საცხოვრებელი ბინა, გაატარონ მისი დაცვის ღონისძიებანი.

2. გატარებულ ღონისძიებათა შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირს, რის შესახებაც გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ცნობას, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს დაერთვის, ანდა კეთდება ჩანაწერი სასამართლო სხდომის ოქმში.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/138.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/140.md
