---
title: "მუხლი 141. დაკავების გამოყენების პირობა და მიზანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/141"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "141"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 141. დაკავების გამოყენების პირობა და მიზანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 141 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/141

1. დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა, რომელიც გამოიყენება, თუ არსებობს საკმაო საფუძველი ეჭვი მიიტანონ პირზე იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, მისი დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთის, გაქცევის, დამალვის ან მტკიცებულებათა მოსპობის თავიდან ასაცილებლად.

2. პირი დაკავებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და საფუძველზე დაკავებისათვის საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებული თავისუფლების შეზღუდვა პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანის მიზნით.
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/140.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/142.md
