---
title: "მუხლი 142. დაკავების საფუძველი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/142"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "142"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 142. დაკავების საფუძველი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 142 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/142

1. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის დაკავება შეიძლება, თუ არსებობს შემდეგი საფუძვლები:
ა) პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე;
ბ) თვითმხილველები, მათ შორის, დაზარალებულებიც, პირდაპირ მიუთითებენ ამ პირზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე;
გ) პირზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდება ჩადენილი დანაშაულის აშკარა კვალი;
დ) პირი მიიმალა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მაგრამ შემდგომ იგი ამოიცნო დაზარალებულმა;
ე) პირის მიმართ გამოტანილია განჩინება (დადგენილება) ძებნის წარმოების შესახებ;
ვ) პირი შესაძლოა მიიმალოს.

2. თუ არსებობს სხვა მონაცემები, რომლებიც საფუძველს იძლევა, დანაშაულის ჩადენის ეჭვი იქნეს მიტანილი პირზე, ეს პირი შეიძლება დააკავონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იგი გაქცევას ცდილობდა, ან მას არა აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ან არ არის დადგენილი მისი ვინაობა.
(არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი)
[
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7
]
3. დაკავებისაგან განთავისუფლებული პირის ხელმეორედ დაკავება იმავე ეჭვით არ შეიძლება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/141.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/143.md
